Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

მოვახდინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის - გაზეთის პრეზენტაცია. მოვისმინე სასარგებლო რეკომენდაციები.
   გადავედით მოდული 5- ზე . განვიხილეთ თითოეული სტრატეგია . განხილული სტრატეგიები , მეთოდები  და ინსტრუმენტი მოვარგე ჩენს პროექტს და შევიტანე შეფასების გეგმაში და მონახაზში. 
ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. 

Monday, September 19, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

შევაჯამეთ წინა დღეს შესწავლილი და გადავედით  მოდული 3. კავშირები.
სახელმძღვანელოდან განვიხილეთ და რესურსებში გადავიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. პორტფოლიოში შევიტანეთ შეფასების რუბრიკები.
  შემდეგ საკითხად განვიხილეთ - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ავირჩიეთ მოსწავლის ბუკლეტი და გაზეთი. შევქმენით ეს პროდუქტები და გავეცანით როგორ უნდა განვათავსოთ დისკზე. ტრენინგი როგორც ყოველთვის საინტერესოდ ჩატარდა, რაც ტრენერის დამსახურებაა.

Saturday, September 17, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე განხილული - მიმრთულების მიმცემი საკვანძო კითხვები:ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი. ამის შემდეგ გადავედით ბლოგზე - საავტორო უფლებების შესახებ. შევისწავლეთ ახალი ტექსტის შექმნა,  ფონის დადება, ტექსტის ფერი. შევარჩიეთ ტექსტის ფურცლების სათაურები: მთავარი, პროექტები, ფოტოგალერეა, სასარგებლო რეურსები და განვათავსეთ სათაურის ქვემოთ.
  საავტორო უფლებებში ახალი W - ის ფურცელზე დავწერეთ გამოყენებული ლიტერატურა და შევინახეთ რესურსებში. ასევე განვიხილეთ ორივე სახის შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი, თავისი ხუთი სტრატეგიით.